top of page

პრო ბონო მომსახურება

Updated: Jan 3

Gvelebiani Law იწყებს პრო ბონო იურიდიული მომსახურების პროგრამას!

უფასო იურიდიული კონსულტაციისთვის უნდა წარმოადგენდეთ საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ან მეწარმის სტატუსის მქონე სოციალურ საწარმოს, რომელსაც:

  • არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა მიიღოს კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა;

  • აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სამართლიანობის სფეროებში საქმიანობის გამოცდილება;

  • არ ყავს დასაქმებული იურისტი და არ სარგებლობს იურიდიული მომსახურებით.

პრო ბონო იურიდიული მომსახურება მოიცავს:

  • იურიდიულ კონსულტაციას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებზე;

  • სახელშეკრულებო, შრომითი სამართლის და საკორპორაციო სამართლის შესახებ რჩევებს;

  • სტანდარტული საოპერაციო იურიდიული დოკუმენტების მომზადებას.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ მოგემსახურებით სასამართლო დავებში წარმომადგენლობის, ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციის თუ სისხლის სამართლის მიმართულებით.

უპირატესობა მიენიჭება რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს!

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით!



Comments


  • LinkedIn

© 2025 by Gvelebiani Law LLC

bottom of page